არსენ მეკოკიშვილი
არსენ მეკოკიშვილი | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 12 აპრილი 1912 |
დაბ. ადგილი | გიორგიწმინდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
გარდ. თარიღი | 7 მარტი, 1972 |
გარდ. ადგილი | გიორგიწმინდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 186 |
წონა | 120[1] |
ქვეყანა | სსრკ |
სახეობა | ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 1945 წლიდან თავისუფალი ჭიდაობა |
კლუბი | დინამო |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი |
არსენ მეკოკიშვილი (დ. 12 აპრილი, 1912, სოფელი გიორგიწმინდა, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 7 მარტი, 1972, გიორგიწმინდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951). ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და შვიდგზის ჩემპიონი სამბოში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]17 წლიდან კოლმეურნეობაში მუშაობდა, იყო ბრიგადირი. პატარაობიდანვე ქართული ჭიდაობით იყო დაკავებული. მამამისი იყო ჭიდაობის ცნობილი ოსტატი. ისევე როგორც ბევრი სხვა ცნობილი ფალავანი, დიდ სპორტში არსენ მეკოკიშვილიც ქართული ჭიდაობიდან მოვიდა. 1934–1944 წლებში საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. 1936 წელს საცხოვრებლად თელავში გადავიდა, ხოლო 1939 წელს — თბილისში, სადაც ბერძნულ-რომაული ჭიდაობით დაკავდა. 1940 წელს მოსკოვში ჩავიდა მოჭიდავეების დღესასწაულზე, სადაც მონაწილეობა მიიღო ჭიდაობაში, გაეცნო რა სამბოს, იმავე წელს მოიგო სსრკ ჩემპიონატი სამბოში. 1943 წელს მონაწილეობა მიიღო სსრკ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში, სადაც დამარცხდა იოჰანეს კოტკასთან და მე-5 ადგლი დაიკავა. 1944 წელს მოსკოვში გადავიდა და იმავე წელს სსრკ აბსოლუტურ ჩემპიონატზე ჭიდაობაში ვერცხლის პრიზიორი გახდა, სადაც კვლავ იოჰანეს კოტკასთან დამარცხდა. 1944–1954 წლებში სპორტული საზოგადოება „დინამოს“, ხოლო 1940, 1947–1952 წლებში — სსრკ ჩემპიონი სამბოში.
1945, 1946, 1948–1953, 1956 წლებში სსრკ ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ოლიმპიური თამაშების (ჰელსინკი, 1952) ჩემპიონი. სტუდენტთა და ახალგზარდობის IV ფესტივალის ჩემპიონი (ბუქარესტი, 1953); 1954 წელს ტოკიოში მოიგო მსოფლიო პირველობა. უკანასკნელად 1956 წელს იასპარეზა სსრკ ხალხთა პირველ სპარტაკიადაში, სადაც 44 წლისამ დაამარცხა ყველა მეტოქე და ჩემპიონობა მოიპოვა. 1945 წლიდან გამოდიოდა მოსკოვის (რუსეთი) სახელით. 1963 წლიდან თამაშდება მეკოკიშვილის სახელობის თასი ქართულ ჭიდაობაში.
დაჯილოდებულია შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში. დაიღუპა ავტოკატასტროფის შედეგად 1972 წლის 7 მარტს გიორგიწმინდაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 553.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 15–27. 268 გვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არსენ მეკოკიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- არსენ მეკოკიშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- არსენ მეკოკიშვილი — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი
- არსენ მეკოკიშვილი — ქართული სპორტი
- ქართული სპორტის საუკუნე — დაუვიწყარი სახელები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 12 აპრილი
- დაბადებული 1912
- გარდაცვლილი 7 მარტი
- გარდაცვლილი 1972
- ქართველი მოჭიდავეები თავისუფალ სტილში
- ქართველი სამბისტები
- 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები